Erin Motor– ის გენერალურმა მენეჯერმა ერსინ შაჰინმა განაცხადა, რომ ისინი აწარმოებენ 100% –ით ავთენტურ, თურქულ დიზაინში შექმნილ საავტომობილო ძრავებს და მათ პროდუქციის ღირებულებაში აქვთ 92% –იანი ლოკალიზაციის მაჩვენებელი.
Erin Motor- ის პირველი ძრავა 11 წლის წინ დაარსდა შაჰინ მეტალის ( Şahin Metal ) მეორე თაობის წარმომადგენლების მიერ, რომელიც მსოფლიოს საავტომობილო გიგანტებში ექსპორტს 31 წლის განმავლობაში ახორციელებს და დაარსდა 2015 წელს, ასევე წარმოადგენს SANTEZ პროექტის შედეგს, რომელიც შემუშავებულია ილდიზის ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ. 100% თურქული ორიგინალური დიზაინის და 2 წლიანი გარანტიის მქონე ძრავები მზადდება მრეწველობის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ კვლევით ცენტრში.
” ექსპორტი 6 ქვეყანაში”
Erin Motor- ის გენერალური მენეჯერი ერსინ შაჰინი ხაზს უსვამს, რომ დასავლელ კონკურენტებთან შედარებით ისინი აწარმოებენ უხმაურო ძრავებს, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთაა და ზოგავს 20 პროცენტს საწვავს, ”ჩვენ ექსპორტზე გაგვაქვს ძრავები, რათა დავარღვიოთ უცხოური ბრენდების დომინირება თურქეთში და თავიდან ავიცილოთ 2,5 მილიარდი დოლარის საავტომობილო ნაწილის იმპორტი, მომდევნო 5 წლის განმავლობაში შევცვლით ვაჭრობის კურსს იმპორტიდან ექსპორტზე. ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი არის გენერატორი. ამ დრომდე ექსპორტს 6 ქვეყანაში ვანხორციელებთ , მათშორის ევროპასა და აფრიკასთან. ჩვენი მიზანია 51 პროცენტიანი ექსპორტის მიღწევა; შემდეგ ეს მაჩვენებელი 70 პროცენტს მიაღწევს “
”ამერიკის ბაზარი კარგი გამოწვევა იქნება ჩვენთვისაც.”
შაჰინმა განაცხადა, რომ ამერიკა და ევროპა არიან მათი სამიზნე ბაზრები. ”თუ თქვენ მიზნად ისახავთ დამატებითი ღირებულების წარმოებას დღევანდელ მსოფლიოში, თქვენი ბაზრის სამიზნე უნდა იყოს მთელი მსოფლიო, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენთვის ძალზე რთული იქნება ხარჯების შემცირება და კონკურენცია. ჩვენ გვინდა გავხსნათ ევროპული და ამერიკული ბაზარი ორი სხვადასხვა სეგმენტის პროდუქციით. ამერიკული ბაზარი კარგი გამოწვევა იქნება ჩვენთვის. აფრიკის ბაზარზე შევედით ძრავით და გენერატორით რომელიც შექმნილია მკაცრ პირობებში დიდი ხნის განმავლობაში მუშაობისთვის“
“წინ 4 განსხვავებული პროექტია”
ერსინ შაჰინი რომელმაც სტამბულში კერძოდ ესენიურტში 10 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე დაარსა საწარმო აცხადებს: ”Erin Motor– ის დამფუძნებელი მიზნად ისახავს ძრავის ორიგინალ დიზაინსა და წარმოებას, ჩვენი მიზანი ამ სექტორში შესასვლელად არის მაღალი ღირებულების პროდუქტების წარმოება. ჩვენ პირველივე დღიდან გამოვყავით სერიოზული რესურსები კვლევითი საქმიანობისთვის რომელიც 2019 წლის ივნისში დავაფუძნეთ, ახლა გვაქვს 4 სხვადასხვა პროექტი, რომელსაც ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ყველა ამ პროდუქტის წარმოება პირველად მოხდება ჩვენს ქვეყანაში.
”ჩვენ გვაქვს 92 პროცენტიანი განაკვეთი პროდუქტის ადგილობრივ ღირებულებაში”
ერსინ შაჰინმა განმარტა, რომ მათ პროდუქციის ღირებულებაში აქვთ 92 პროცენტიანი ლოკალიზაციის მაჩვენებელი და ისინი აწარმოებენ 100 პროცენტიან ორიგინალ თურქული დიზაინის ძრავებს, ასევე აღსანიშნავია რომ რომ პანდემიის პერიოდში თურქული პროდუქტების მიმართ ინტერესი და ნდობა გაიზარდა. “Made in Türkiye” ბრენდი უფრო ღირებულია ჩვენს საზღვრებს გარეთ, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში. ჩვენს მიერ წარმოებული მთავარი პროდუქტი დიზელის ძრავაა და ძირითადად გამოიყენება გენერატორებში. ამ კონტექსტში, ჩვენ მეტ მოთხოვნებს ვიღებთ იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც აქვთ ინფრასტრუქტურული პრობლემები. სამხრეთ საჰარის აფრიკის ქვეყნები ამ სათავეში არიან. ამასთან, შესაძლებელია საუბარი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ინტერესზე. ჩვენი ძრავები კონკურენციას უწევს ევროპაში წარმოებულ პროდუქციას ხარისხის თვალსაზრისით და აზიაში წარმოებულ პროდუქციას ფასის თვალსაზრისით. ”