სახლის ერთ ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი ჩვენ მიერ შერჩეული ავეჯია. ავეჯის შერჩევა შეძენა საკმაოდ რთული პროცესია რადგან ბიუჯეტთან ერთად აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მისი ვიზუალური მხარე და ხარისხი. შესაბამისად ავეჯის შეძენისას გაწეული შრომის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია შემდგომ მისი მოვლა, გასუფთავება. სავარძლის ნაკრების გასაწმენისას უნდა გავითვალისწინოთ ბევრი დეტალი, გამოვიყენოთ ყველაზე შესაბამისი გაწმენდის მეთოდი. სანამ დავიწყებდეთ სავარძლის ნაკრების წმენდას მანამ უნდა ვიცოდეთ შეესაბამება თუ არა საწმენდი საშუალება ავეჯის ქსოვილს/
როგორ სუფთავდება სავარძლის ნაკრები?
ვინაიდან სავარძელთან ყველაზე ხშირი შეხება გვაქვს, მათი დაბინძურება დროთა განმავლიბაში გარდაუვალია. სახლის პირობებში შეგვიძლია სავარძლის გაწმენდა ლაქისა და სიყვითლეებისგან ბუნებრივი მეთოდებით. შესაძლებელია ლაქებისა და სიყვითლეების წარმოქმნის აღმოფხვრა რეგულარული დასუფთავებით. მაშ, როგორ გავწმინდოთ ჩვენი სავარძლის ნაკრები, განვიხილოთ დეტალურად.
მტვერსასრუტით გაწმინდეთ მტვერისაგან
სავარძლის გაწმენდის პირველი პროცესი მტვერსასრუტით იწყება. საგულდაგულოდ უნდა გავასუფთავოთ სავარძლის ყველა დეტალი მტვერისაგან. ჭუჭყის აღმოსაფრხველად სავარძლები მტვერსასრუტით უნდა გავასუფთავოდ რეგულარულად.
იხილეთ სავარძლის ქსოვილის მოვლისა და დასუფთავების მითითებები
თითოეულ სავარძელს აქვს სპეციფიკური ქსოვილი და ტექსტურა, ამის ცოდნა მნიშნელოვანია, რადგან გასასუფთავებლად გამოვიყენოთ ის მეთოდები, რომელიც ხელს შეუწყობს პირვანდელი მდგომარეობის შენარჩუნებას.
როგორ გავწმინდოთ ნაჭრის სავარძლის ნაკრები?
თუ თქვენ გაქვთ ნაჭრის ქსოვილიანი სავარძლები ჩვენ გვაქვს რეკომენდაციები. სანამ გასუფთავებას დავიწყებთ მნიშვნელოვანია გავეცნოთ ნაჭრის ინსნტრუქციას. თუ ფიქრობთ რომ არ გინდათ პროფესიანოლარი ჩარევა გასაწმენდად მიყევით ჩვენს მითითებებს. შეგიძლიათ გაასუფთაოთ სახლის პირობებში თხევადი სარეცხი საშუალებით, თბილი წყლით და ნაზი მოძრაობებით, ნაჭერზე ზიანის მიყენების გარეშე.
როგორ იწმინდება ტყავის სავარძლის ნაკრები?
ტყავის სავარძლის გაწმენდა მოითხოვს საკმაოდ სიფრთხილეს, იმიტომ რომ დასაშვებზე მეტი წყლისა და ქიმიკატების გამოყენებამ შეიძება ზიანი მიაყენოს ტყავს. ტყავის სავარძლის გაწმენდაც იწყება მტვერსასრუტით. შემდგომ უნდა გამოვიყენოთ ტყავის შესაბამისი საწმენდი საშუალება, რომლებიც განკუთვნილია სპეცილაურად ტყავისთვის და ზიანს არ აყენებს მას. გაწმენის შემდეგ კი მნიშველოვანი არ დარჩეს ზედმეტი საშუალება ტყავზე.