fbpx
trenfr.mussanmachineargeorgiaru

დიზაინის ხელოვნება მანქანათმშენებლობაში (ნაწილი 1)

01.06.2021
849
დიზაინის ხელოვნება მანქანათმშენებლობაში (ნაწილი 1)

იმისათვის, რომ მანქანათმშენებლობის ინჟინერი საუკეთესო დანადგარების დიზაინერი იყოს (მოგვიანებით კი მწარმოებელი), მას უნდა აინტერესებდეს როგორც მხატვრული, ასევე ფუნქციონალური დიზაინი.სხვა სიტყვებით:  მანქანა-დანადგარების  დიზაინი არის მექანიკური ინჟინერიის მხატვრული მხარე.

როდესაც დიზაინზე ვფიქრობ, ვფიქრობ არქიტექტურაზე და არქიტექტორებზე, ეს არის ხელოვნება, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ. შემდეგ   ვფიქრობ მოდის დიზაინერებზე,  ისინი, ისევე როგორც არქიტექტორები, ქმნიან საკუთარ ინტელექტუალურ შემოქმედებას (კოლექციას) და წარუდგენენ მომხმარებლებს. არქიტექტორების მიერ შექმნილმა ამ ნამუშევრებმა და მოდის დიზაინერების მიერ შექმნილმა შემოქმედებამ ხალხის აღფრთოვანება და ინტერესი გამოიწვია ისტორიის განმავლობაში.რა  თქმა უნდა ასევე  პატივისცემას იმსახურებენ  მოქანდაკეები და კომპოზიტორები, მაგრამ ჩვენი საქმეა მანქანათმშენებლობა და  იმისათვის, რომ მანქანათმშენებლობის ინჟინერი საუკეთესო დანადგარების დიზაინერი იყოს (მოგვიანებით კი მწარმოებელი), მას უნდა აინტერესებდეს როგორც მხატვრული, ასევე ფუნქციონალური დიზაინი, სხვა სიტყვებით:  მანქანა-დანადგარების  დიზაინი არის მექანიკური ინჟინერიის მხატვრული მხარე.

ედირნეში, დიდი ოსტატის სინანის  მიერ აშენებული სელიმიეს მეჩეთის ან სტამბულში არსებული  სულეიმანიეს მეჩეთის დათვალიერებისას, ხალხი აღფრთოვანებულია ამ ნამუშევრებით, უფრო მეტად მათი მხატვრული ასპექტების გამო, ვიდრე მეჩეთის  ფუნქციური მახასიათებლის გამო. იგივე შეიძლება ითქვას მანქანებზე,  როგორც ჰაერში მცურავი სამგზავრო თვითმფრინავი, ზღვაში მცურავი ნავი, ზოგჯერ ავტომობილი და მატარებელი, რომელიც მგზავრებს ატარებს…

ამ ერთი შეხედვით განსხვავებული ნამუშევრებისა თუ შემოქმედების საერთო მახასიათებელია ის, რომ გარდა ადამიანების მსახურებისა, ისინი ისეთ  გრძნობებს იწვევს, როგორიცაა აღტაცება, სიყვარული და სილამაზით აღმაფრენა. მანქანა-დანადგარების  დიზაინერები მიზნად უნდა ისახავდნენ ამ გრძნობების გაღვივებას მათ მიერ შექმნილი  დიზაინით.მაგალითად:  უთო რომლითაც  ქალბატონმა  უნდა დაუთოოს ტანსაცმელი ისეთივე ელეგანტური და ლამაზი უნდა იყოს, როგორც ის.

მექანიკური დაპროექტება არის მექანიკური ინჟინერიის განსაკუთრებული ნაწილი.

ჩვენი სტატიის ამ შესავლიდან ასეთი აზრი შეიძლება გამოვიტანოთ: მექანიკური დიზაინი, გარდა იმისა, რომ იგი წარმოადგენს მანქანათმშენებლობის მთავარ საქმეს, მისი განსაკუთრებული და აუცილებელი ნაწილია. დანადგარმა  პირველ რიგში  უნდა გამოიწვიოს ვიზუალური აღტაცება მომხმარებელში,  ეს მანქანა-დანადგარების  დიზაინერის საქმეა, შემდეგ კი კმაყოფილება მისი მუშაობის ხარისხით. მოდით ვისაუბროთ მანქანების დიზაინის მექანიკურ ნაწილზე, რომელიც მოიცავს ძალიან ფართო და მრავალფეროვან დარგს. შევეცადოთ მკითხველს სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ

დიზაინის პრინციპები:

მანქანა-დანადგარის დიზაინერი ვალდებულია დაიცვას შემდეგი პრინციპები იმ დანადგარის  დიზაინის შექმნისას, რომელზედაც მუშაობს:

  1. ეს უნდა იყოს ფუნქციური: დანადგარმა უნდა ჰქონდეს  ყველა ის ფუნქცია და მახასიათებელი, რაც სურთ რომ მიიღონ მომხმარებლებმა მისგან,შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითი საკერავ მანქანაზე, იმისთვის რომ მანქანამ ორი ნაჭერი ერთმანეთს გადააკეროს,სასურველია მას ქონდეს გვირისტებს შორის მანძილის მარეგულირებელი, რათა შეკერილი ტანსაცმელი გამოიყურებოდეს იდიალურად და შეასრულოს თავისი მოვალეობა დიდი ხნის განმავლობაში;
  2. უნდა იყოს ერგონომიული: ეს არის დანადგარის შესაძლებლობა, ადვილად იქნას გამოყენებული ფიზიკური დატვირთვის გარეშე. დანადგარი უნდა იყო ფუნქციური და ვიზუალურად სასიამოვნო. მაგალიათად: გარდა იმისა რომ მაცივარი კარგად უნდა აციებდეს და დიდხანს ინახავდეს საკვებს, ასევე აუცილებელია რომ ქონდეს მოსახერხებელი და ლამაზი დიზაინი, მოხერხებული კარები,ტემპერატურის სარეგულირებელი, ადვილად იწმინდებოდეს და ა.შ.
  3. უნდა იყოს ხანგრძლივი გამოყენების: მნიშვნელოვანია, რომ დანადგარები იყოს ხანგრძლივი მოხმარების, განსაკუთრებით ის დანადგარები რომლებიც შედგება მრავალი დეტალისგან. ეს არის კონცეფცია, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საჰაერო, საზღვაო ან სახმელეთო ტრანსპორტში და მანქანებში, რომლებსაც გადაადგილებისთვის ვიყენებთ, მათი  ელემენტარული ნაწილების ან მექანიზმების მარტივი მიწოდება და ჩანაცვლება, ისევე როგორც მანქანის საბურავის ან ბენზინის ძრავის სარქვლის ახლით შეცვლა არის ძალზედ მნიშვნელოვანი.
  4. უნდა იყოს ადვილად ხელმისაწვდომი: ეს არის მანქანების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელი. უკეთესად გავიგებთ თუკი საოჯახო საკერავ მანქანას შევადარებთ სამგზავრო თვითმფრინავს: ზემოთ ნახსენები მახასიათებლების გარდა, საკერავი მანქანას ხელმისაწვდომიფასი  უნდა ქონდეს, რომ ოჯახებმა ადვილად შეიძინონ.სამაგიეროდ სამგზავრო თვითმფრინავი არის მანქანა, რომლის ყიდვაც ძალზე იშვიათად შეიძლება ადამიანმა შეძლოს. აქედან გამომდინარე მას ძირითადად ჯგუფური გადაადგილებისთვის იყენებენ, ამიტომ იგი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ადამიანთა ჯგუფებისთვის.

აქ ჩვენს მიერ ნაჩვენებია ძირითადი პრინციპები, რომელთა დაცვა და შესრულებაც აუცილებელია მანქანების დაპროექტებისას, დიზაინერმა უნდა გაითვალისწინოს მის მიერ დაპროექტებული აპარატის გამოყენების სხვა აუცილებელი დანიშნულებები და მახასიათებლები. ბოლო დროს, მოაზროვნე აპარატებს (ავტონომიურ), რაც განვითარებული სამყაროს საგანია, ბუნებრივია, ამ პრინციპების მიღმა გარკვეული მახასიათებლებიც ექნება.

მონიშვნები: #დიზაინის
ვიზიტორთა კომენტარები

ჯერ არ არის.პირველი კომენტარის გაკეთება შეგიძლიათ ქვემოთ მოცემული ფორმის საშუალებით..

Whatsapp
Გამარჯობა, რით შემიძლია დაგეხმაროთ?