fbpx
trenfr.mussanmachineargeorgiaru

პლაზმის საჭრელი ახალი მანქანა FlexCut 125

პლაზმის საჭრელი ახალი მანქანა FlexCut 125

FlexCut125, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს საოპერაციო ხარჯებს, ასევე  ამცირებს განმეორებადი პროცესების საჭიროებას პლაზმური მუდმივი დენის ელექტრომომარაგების წყალობით, რომელიც გთავაზობთ ჭრის მაღალ ხარისხს. დანადგარით,ტორჩით  და სახარჯო მასალებით იგი უზრუნველყოფს მის მოხმარებას ექვსჯერ უფრო  მეტი დროით.

ინვერტორულ პლატფორმაზე დაფუძნებული Lincoln Electric Turkey  გთავაზობთ  უახლეს აპარატს FlexCut125, რომელიც აწვდის 125 ამპერიან  დინამიკას 100 პროცენტიანი ციკლით პლაზმური ჭრის, მარკირებისა და გრავირების ოპერაციებისათვის. ეს არის უახლესი დანადგარი, რომელიც გთავაზობთ ყველაზე სუფთა და უსწრაფეს ჭრას; საშუალო ზომის საამქროს ან სამრეწველო წარმოების პროცესისთვის შეუძლია  ყველა საჭირო სამუშაოს  შესრულება.

FlexCut125, ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს საოპერაციო ხარჯებს, განმეორებადი პროცესების საჭიროებას პლაზმური მუდმივი დენის ელექტრომომარაგების წყალობით, და  გთავაზობთ ჭრის მაღალ ხარისხს. სხვა მაღალი სიხშირის ჩამრთველების მქონე დანადგარებისგან განსხვავებით მოცემული აპარატი ბევრად სანდო და მარტივი სისტემის მქონეა, რაც გამორიცხავს გაუმართაობას და პრობლემებს

Lincoln Electric Turkey, განსაკუთრებით კი მისი ახალი პროდუქტი  სპეციალურად შეიქმნა ფოლადის ფაბრიკაციის, მილების ჭრის, სტრუქტურული ფოლადის ფაბრიკაციის, საავტომობილო და გემთმშენებლობის ინდუსტრიებისთვის.

შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს

FlexCut®125 გთავაზობთ გაცილებით მეტს, ვიდრე მოსალოდნელია პლაზმის საჭრელი დანადგარისგან; იგი  პლაზმური მარკირების ერთადერთი აპარატია რომელსაც  ახალი სუნთქვა მოაქვს შედუღების ინდუსტრიაში, იგი განასხვავდება  თავის კლასის სხვა პროდუქტებისგან ყველა ტიპის  ზედაპირის დამუშავების უნარით და ჭრის და გრავირების  საუკეთესო შესრულებით. დანადგარი  საშუალებას აძლევს შემდუღებლებს მიაღწიონ ნაპირების  ნაკლები გამრუდებით ისეთ პროცესს როგორიცაა 25 მმ-მდე მსუბუქი ფოლადის ბურღვა ან გაფართოებული ლითონების ჭრა.

შემდუღებლებისთვის  მარტივი და პრაქტიკული გამოყენების უზრუნველსაყოფად, პარამეტრების ადვილად შეცვლა  შესაძლებელია FlexCut 125-ის  LCD ეკრანის წინა ზედაპირზე, ხოლო სისტემის წნევის დარეგულირება სასურველია წნევის რეგულატორის ღილაკით. FlexCut 125 მნიშვნელოვნად ამცირებს საოპერაციო ხარჯებს და ექვსჯერ უფრო დიდხანს მუშაობს, მაღალი ჭრის სიჩქარის წყალობით უფრო მოკლე დროში, მეტ პროდუქტიულობას იძლევა და დანადგარის მიერ შესრულებული ჭრილი თითქმის უშეცდომოდ გამოიყურება.

ვიზიტორთა კომენტარები

ჯერ არ არის.პირველი კომენტარის გაკეთება შეგიძლიათ ქვემოთ მოცემული ფორმის საშუალებით..

Whatsapp
Გამარჯობა, რით შემიძლია დაგეხმაროთ?