TIKA- მ ნამიბიაში თუნუქის სახლებში მცხოვრებ 5 ათას ოჯახს ბლოკის დანადგარი გადასცა.
ინდოეთში, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TIKA) და კამია მილია ისლამიას უნივერსიტეტის თურქული ენისა და ლიტერატურის განყოფილებამ მოაწყვეს კონფერენცია თემაზე “თანამედროვე პერსპექტივები ინდოეთ-თურქეთის ურთიერთობებზე”.
თიკას მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონფერენციაზე თურქეთ-ინდოეთის ურთიერთობების ყველა ასპექტი განიხილეს სხვადასხვა პერსპექტივიდან.
განცხადებაში აღნიშნულია რომ კონფერენციაზე ნაშრომები გამოქვეყნდა 80 აკადემიკოსის მიერ,კონფერენციას ესწრებოდნენ მონაწილეები ევროპიდან და ამერიკიდან,განსაკუთრებით შუა აზიის თურქეთის ქვეყნებიდან.
კამია მილია ისლამიას უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერი პროფ. დოქტორი ტალატ ახმეტი, თურქული ენისა და ლიტერატურის პროგრამის კოორდინატორი Dr. მოჰსინ ალი, თურქეთის ელჩი ნიუ დელიში ბურაკ აქჩაპარ და TIKA– ს ოფიციალური პირები დაესწრნენ.
კონფერენციაზე, ხაზი გაესვა იმას, რომ სერიოზული და ინტენსიური კვლევები ჩატარდა ინდოეთში თურქული ენისა და ლიტერატურის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და სამომავლო გეგმებზე.
-ნამიბიაში უსახლკაროების იმედი
TIKA- მ უზრუნველყო ბლოკის დანადგარით დახმარება 5 ათასი უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახისთვის, რომლებიც რთულ პირობებში ნამიბიის ერუნგის რეგიონში თუნუქის სახლებში ცხოვრობენ და ზამთრის სეზონზე გაყინვის საფრთხის წინაშე დგანან.
TİKA- ს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 20 ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები, რომლებიც ფინანსური პრობლემების გამო სხვადასხვა ქალაქიდან ერუნგის რეგიონში გადასახლდნენ, თუნუქის სახლებში ცხოვრობს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეგიონში სახლები დამზადებულია ბლოკის ქვებისგან და რომ ბლოკის დასამზადებლად საჭირო დანადგარი TIKA– ს მიერ გადაეცათ.
ერუნგას გუბერნატორის მიერ ინიცირებული “სახლის შეძენის პროექტის” მხარდაჭერის ფარგლებში TİKA– ს მიერ მათ გადაეცათ: ორი ბლოკის ცეხი, ორი ბეტონის მიქსერი და ორი ყალიბი, ხაზი გაესვა, იმ ფაქტს რომ თუნუქის სახლებში მცხოვრებ ოჯახებს ერთ წელიწადში ექნებათ საკუთარი სახლი.
მიწოდების ცერემონიაზე საუბრისას, რეგიონის გუბერნატორმა ჰონ ჯ. მუჯავიკუამ მადლობა გადაუხადა თურქ ხალხს TIKA- ს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ისინი ამ დახმარებას არასოდეს დაივიწყებენ
გუბერნატორმა მუჯავიკუამ აღნიშნა რომ: ”TIKA- ს დახმარებით, თუნუქის სახლებში მცხოვრები ჩვენი ხალხი მოკლე დროში ააშენებს საკუთარ სახლებს”, ასევე აღნიშნა, რომ მათ TİKA– ს მიმართეს სახლის შეძენის პროექტისთვის და რომ მათი მოთხოვნები სწრაფად შესრულდა.
მუჯავიკუამ ასევე აღნიშნა, რომ იგი რაც შეიძლება მალე ეწვევა ანკარას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისა და ვაჭრობის გასაფართოებლად.
ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, TIKA- ს შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის დეპარტამენტის უფროსმა ქემალ ოზდემირმა განაცხადა, რომ ერუნგის რეგიონში 5 ათასი ოჯახი იბრძვის სიცოცხლისთვის თუნუქის სახლებში ცხოვრებით და TIKA- მ გუბერნატორთან ერთად განახორციელა სამნაცილიანი პროექტი.
შეგახსენებთ, რომ TIKA– მ ნამიბიაში თითქმის 20 პროექტი განახორციელა წლის განმავლობაში, ოზდემირმა განაცხადა, რომ კმაყოფილი არიან ამ პროექტით და კვლავაც გააგრძელებენ ნამიბიის დახმარებას.