ბეტონის ბლოკის დამზადების ტექნოლოგიამ ძველი რომაელების მიერ მისი გამოგონებიდან დღემდე დიდი გზა გაიარა. თავდაპირველად ბეტონის ბლოკები ხელით მზადდებოდა, სადაც თითოეული ბლოკის ან ფილისთვის ასევე ხელით მზადდებოდა სპეციალური ფორმები, რომლებიც შექმნილი იყო სხვადასხვა ზომის. ამისთვის საჭირო იყო უზარმაზარი ენერგია და დრო, რაც აფერხებდა წარმოებას, დროთა განმავლობაში ამან გამოიწვია ბლოკის მწარმოებელი დანადგარების განვითარება.
წარმოების ტექნოლოგია
ბეტონის ბლოკის აპარატის ძირითადი ტექნოლოგია მოიცავს ბეტონის ჩამოსხმას და მათი ფორმირების საშუალებას რათა მივიღოთ სასურველი ბლოკის ფორმა. ამრიგად, წარმოების პროცესი მიმდინარეობს 4 ეტაპად, ესენია: შერევა, ჩამოსხმა, ვიბრირება და დაპრესვა.
ბლოკის დიზაინი
ბეტონის ბლოკის ფორმა და დიზაინი დიდ გავლენას ახდენს ბლოკის წარმოების პროცესზე. ბლოკის დიზაინის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ წარმოების ღირებულება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. კომპლექსური ჩამოსხმა პირდაპირ ითვალისწინებს წარმოების გაზრდილ ხარჯებს, ბლოკის მწარმოებელი დანადგარები ძალიან ეფექტურია მუშაობაში და წარმოების ღირებულებაც ოპტიმალურ დონეზე რჩება. თანამედროვე დანადგარებს აქვთ ზუსტი ინსტრუმენტები და ტაიმერები,რაც მეტად აადვილებს და მომგებიანს ხდის პროცესს.
წარმოების მახასიათებლები
ბლოკის დანადგარებში გასათვალისწინებელია ზოგიერთი მნიშვნელოვანი მახასიათებლები, მაგალითად:
დანადგარის სიმძლავრე საათში, რომელიც იცვლება დანადგარის ზომისა და მოდელის მიხედვით, ზოგიერთი აღჭურვილობის ციკლი 40 ბლოკამდეც კი ადის.
ბლოკის დანადგარები არის მტკიცე და მყარი, კორპუსის მინიმალური ვიბრაციით, ბლოკის მაქსიმალური ხარისხის მისაღწევად.
ჩამოსხმის არეალის ზომა. ეს შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა ქვეყნის მოთხოვნების შესაბამისად. ჩამოსხმის არეალის ზომა შეიძლება იყოს 600 მმ * 600 მმ-მდე
ბლოკის სიღრმე ასევე ცვალებადია, მაგრამ ის შეიძლება იყოს 50 მმ-დან 300 მმ-მდე
დანადგარის ელექტროენერგიის მოხმარების ეფექტურობა.
დანადგარებში დამონტაჟებულია მძლავრი, 5 ცხენის ძალის მქონე ჰიდრავლიკური ძრავა.
ბლოკის დანადგარები
ტექნოლოგიების გაუმჯობესებამ გამოიწვია ისეთი მახასიათებლების დამატება, როგორიცაა ვიბრო ძრავები, რომლებსაც 0,5 ცხენის ძალა აქვთ და შეუძლიათ 3000 მდე ვიბრაცია წუთში.
მომხმარებლის კეთილგანწყობა და მოთბინება
ბლოკის დანადგარები ისეა დამზადებული რომ მათი მოხმარება და მართვა იყოს ადვილი და მოსახერხებელი,ეს მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის. გამძლეობა გარანტირებულია ძლიერი ფოლადის კარკასის გამოყენებით, რომელსაც შეუძლია გაუძლოს აღჭურვილობის დიდ დატვირთვას.
სიახლეებმა ბეტონის ბლოკის წარმოების პროცესში გამოიწვია ისეთი დანადგარების განვითარება, რომლებსაც აქვთ თანაბარი სიმტკიცის ღრუ ბლოკების წარმოების შესაძლებლობა, როგორც მყარი ბლოკები. ეს ითვალისწინებს მასალის ეფექტურობას და მასალების მთლიანი ღირებულების უზარმაზარ დაზოგვას.
დასკვნა
სწრაფი წინსვლა მოხდა ბეტონის ბლოკების დამზადების ტექნოლოგიაში. ბლოკის საწარმოებს აქვთ შესაძლებლობა მოკლე დროში უზრუნველყონ მაღალი ხარისხის ბლოკის მიწოდება. დანადგარები შექმნილია ისე რომ შეძლონ გაუძლონ მძიმე დატვირთვას აღჭურვილობის დაზიანების გარეშე.