ვაგრძელებთ იმ კომპანიების მონახულებას, რომლებიც დაინტერესებულები არიან ტექნოლოგიურ დარგენში ფინანსების ინვესტირებით. ამ მხრივ,როგორც წარმოების ცენტრს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს გებზეს.ზოგადად მანქანა-დანადგარების წარმოება და მათი მწარმოებელი ფაბრიკა-ქარხნების გაფართოვება წარმოადგენს ამოსავალ წერტილს თურქეთისთვის.ჩვენ მოვინახულეთ კომპანია Keramik Makina, სადაც მზადდება საწარმოო დანადგარები და თვით ის რობოტები,რომლებიც საჭიროა თავად საწარმოო დანადგარების შესაქმნელად. ვესაუბრეთ Keramik Makina-ს საბჭოს თავმჯდომარეს ჯემ ბუიუკჩინგილს, თუ როგორ იქმნება ჭკვიანი მანქანები.
Keramik Makina დაარსდა 1985 წელს და შემოვიდა თურქეთის ბაზარზე იმ დანადგარების წარმოებით,რომლებიც მანამდე არ იწარმოებოდა ქვეყანაში.1990-იანი წლებისკენ დაიწყო გაფართოვება და ნელნელა დაიმკვიდრა სახელი ქვეყანაში აგურისა და კერამიკის მწარმოებელი დანადგარების შექმნით.1987 წ. თურქეთში პირველი რეაქტიული პულსის ტიპის მტვრის სისტემები შეიქმნა,ხოლო 1988 წელს თურქეთის პირველი ნახევრად ავტომატური შეფუთვის მანქანა.1994 წელს კი პირველი ბრტყელი გადახურვის აგურის და გვირაბის ტიპის საცხობის წარმოებამ ქვეყანას საკმაო მოგება მოუტანა.
Keramik Makina-ს მეორე თაობის წარმომადგენელი ჯემ ბუიუკჩინგილი , რომელიც უმაღლეს განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღო,1996 წელს დაბრუნდა აშშ-დან და უკვე გერმანიაში სპეციალიზირებული დანადგარების მწარმოებელ კომპანიაში 1.5 წლის განმავლობაში გაიარა სტაჟირება პროფესიული გამოცდილების ასამაღლებლად.1998 წელს კი იგი ბრუნდება თურქეთში და იწყებს მუშაობას კომპანია Keramik Makina-ში.
დაფასოების და შეფუთვის სექტორი დიდი სისწრაფით მიიწევს წინ ბრენდის გლობალურ გზაზე
ჯემ ბუიუკჩინგილ მენეჯმენტში შესვლასთან ერთად Keramik Makina-ს დანადგარების უფრო მეტი სახეობის წარმოებას იწყებს და სხვადასხვა სექტორში მოლაპარაკებების საფუძველზე გაფართოვება დაიწყო.მიუხედავად იმისა რომ კომპანიამ სახელი გაითქვა აგურისა და კერამიკის მწარმოებელი დანადგარებით,მაინც მთავარი პროდუქცია შეფუთვისა და დაფასოების დანადგარებია.ერთი მხრივ, კომპანიაში იქმნება ახალი სტრუქტურა, ამ სფეროში სპეციალიზაციის მიზნით ექსპერტთა საინჟინრო და საპროექტო ჯგუფთან ერთად შეიქმნება თურქეთის პირველი კომპანია,2000 წელს, თურქეთის პირველი სრულად ავტომატური ნეილონის შესაფუთი აპარატი “Shrinkmast” შეიქმნა ხოლო ორი წლის შემდეგ მსოფლიოს უდიდეს გერმანულ კომპანიასთან ერთად თურქეთის პირველი სრულად ავტომატური შეფუთვის / ნეილონის ზონრის მანქანა, რომელსაც “strapmast-ის სახელწოდებით.
ჯემ ბუიუკჩინგილმა, 2001 წელს განახორციელა პროექტი ‘’ხელახლა დაბადება’’ რომლის ფარგლებშიც განაცხადა რომ: “მთელი კომპანიისა და ძირითადი სექტორის ყურადღება გამახვილებულია დაფასოება-შეფუთვაზე და ყველა ბიზნეს პროცესში ვიწყებთ პროფესიონალური მენეჯმენტის კონსულტაციის მიღებას. განისაზღვრა კომპანიის მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი მიზნები და სტრატეგიები, კომპანიის ბიზნეს პროცესების შესაბამისად ERP პროგრამული უზრუნველყოფის პროექტი დაიწყო. 2008 წელს, შეფუთვის ინდუსტრიაში მსოფლიოს უმსხვილესი რობოტების მწარმოებელი Fanuc Robotics–თან შეთანხმების შედეგად თურქეთში ჩანთების ერთმანეთზე დაწყობის სისტემაში პირველი მაღალი სიმძლავრის მექანიკური პალეტიზაციის აპარატების წარმოება დაიწყო , რომელიც ‘Pallettizer Master’ სახელით არის ცნობილი.’’
ჩვენ ვხედავთ, რომ სექტორი იზრდება. შეფუთვის და პალლეტიზაციის სახელწოდების ქვეშ გაერთიანებული ყველა სახის პროდუქტის დაჯგუფება,ყუთებით დაფასოება,ეტიკეტირება,პალეტებზე განლაგება,ტვირთის უსაფრთხოებისთვის მისი ავტომატური შეფუთვა,შეკუმშვა,სტრეჩირება და ყველა პროცესის განმხორციელებელი მანქანა-დანადგარის წარმოება ხდება.
ასევ იწარმოება კერამიკის,ხის დაფების და MDF-ის 1300 მმ X 3.600 მმ და 3.000 მმ სიმაღლის შესაფუთი დანადგარები,უპალეტო და სტრეჩირების დანადგარები,საკვები,საწმენდი და ქიმიური საშუალებების,ბლასტმასის ბოთლების და ყუთების შესაფუთი დანადგარების,ეტიკეტის დანადგარები,ცემენტისა და თაბაშირის შესაფუთი დანადგარები.წარმოების 56% ექსპორტზე გაგვაქვს მსოფლიოს მაშტაბით,მათ შორისაა გერმანია,იტალია,ჰოლანდია,ესპანეთი,საფრანგეთი და მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც სწრაფად იმატებს გაყიდვები.
გებზეს ინდუსტრიულ ზონაში მდებარე ტექნოპარკში გრძელდება ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფა, ალგორითმული პროგრამები, მოძრაობის კონტროლისა და ვირტუალიზაციის კვლევები.თურქეთის კვლევისა და განვითარების ცენტრის 250 კომპანიას შორის ვართ და XL სტრეჩირების დანადგარის მოთხოვნა გაზრდილია როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ და ვამაყობთ რომ მსოფლიოში ამ დანადგარის მწარმოებელ კომპანიებს შორის მეოთხე ადგილზე ვართ.გებზე გუზელლერის ინდუსტრიულ ზონაში, 52% ექსპერტია ინჟინერიის, დიზაინის, წარმოების, ელექტროენერგიის, ავტომატიზაციის, გაყიდვების, აწყობის, დაგეგმვის, ხარისხის, IT ტექნოლოგიების, ადამიანური რესურსების, ექსპლუატაციაში შეყვანისა და მომსახურების პროცესებში “In house”-ის სისტემით წარმატებით ვაკეთებთ 35 წლის განმავლობაში-აცხადებს ბუიუკჩინგილი.
30 ქვეყანაში ტექნოლოგიებისა და მანქანა-დანადგარების ექსპორტი
Keramik Makina-ს ამ წარმატებამ მრეწველობისა და ტექნოლოგიის მინისტრის მუსტაფა ვარანკის ყურადღება მიიპყრო, რომელიც პროდუქციის დიჯიტალიზაციას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.მა აჩვენეს ჭკვიანი აპარატები, რომლებიც 100% -ით მზადდება თურქი ინჟინრებისა და დიზაინერების მიერ.მსოფლიოში პირველი ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე დამზადებული სატვირთოს დატვირთვის სისტემის წარმოებაც ყურადღებასა და შექებას იმსახურებს.Keramik Makina– ში ინვესტიციები ხორციელდება როგორც დანადგარებში, ასევე ტექნოლოგიებში და ადამიანურ რესურსში.
მე მჯერა, რომ პალეტიზაციის დანადგარებზე და სისტემებზე მოთხოვნა გაიზრდება 2021 წელს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. საჭიროა პანდემიის პერიოდში შემცირდეს ხელით შესასრულებელი სამუშაოები რადგან უდიდესი მნიშვნელობა აქვს თანამშრომლების ჯანმრთელობისა და პროდუქტების ჰიგიენის თვალსაზრისით.არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დიდია თქვენი წარმოების მოცულობა თუ შაბათ – კვირას პალეტიზაციისა და შეფუთვის სისტემა არ მუშაობს ავტომატურად და ეფექტურად,თქვენი შეფუთვის სიჩქარე შემცირდება_აცხადებს ბუიუკჩინგილი.