fbpx
trenfr.mussanmachineargeorgiaru

ნახევრად ავტომატური ბლოკის დანადგარი

15.12.2020
1.275
ნახევრად ავტომატური ბლოკის დანადგარი

ნახევრად ავტომატური ბლოკის დანადგარი (ნახევრად ავტომატური ქვაფენილის დანადგარი) ეს არის მინიმუმ მიქსერის, კონვეირის ლენტის და დანადგარის ერთობლიობა რომელსაც საჭიროებისამებრ შეიძლება დაემატოს ბუნკერები და ცემენტის სილოსი. ნახევრად ავტომატური ბლოკის დანადგარი (ნახევრად ავტომატური ქვაფენილის დანადგარი)-მისი კონტროლი ხორციელდება ჰიდრავლიკური ბერკეტების / დგუშების დახმარებით,გააჩნია პალეტების ჩასაწყობი და უკვე პალეტებზე დაბეჭდილი მზა პროდუქციის გამოსასვლელი.უკვე მზა პროდუქცია პერსონალს მიაქვს გამოსაშრობ სათავსოში სპეციალური ტექნიკით დამზადებული ურიკის საშუალებით.

ერთ ბუნკერიანი ნახევრად ავტომატური ბლოკის დანადგარი–ყალიბის შეცვლის შემთხვევაში შესაძლებელია უფერო ქვაფენილის წარმოება

ორ ბუნკერიანი ნახევრად ავტომატური ბლოკის დანადგარი– ყალიბის შეცვლის შემთხვევაში შესაძლებელია ფერადი ქვაფენილის წარმოება.

დანადგარის მახასიათებლები
  • ეს არის დანადგარი,რომელიც განკუთვნილია მცირედ დასახლებულ პუნქტებში მცირე ბიზნენის წარმოებისათვის
  • დანადგარის ფუნქციონირებისათვის 3-5 პირია საჭირო
  • 1 და 2 ბუნკერიანი სახეობები არსებობს
  • გამოსაშრობ ადგილზე პროდუქციის გადატანა ხდება ხელის ურიკით;
  • ბუნკერების და ცემენტის სილოსის დამატებით უფრო დიდი ობიექტის მიღებაა შესაძლებელი.

ხშირად დასმული კითხვები
ერთიდაიგივე დანადგარზე შესაძლებელია თუ არა როგორც ქვაფენილისი ასევე ბლოკის წარმოება?

ყალიბის შეცვლით ერთ დანადგარზე მრავალი სახეობის და მოდელის ქვის და ბლოკის წარმოებაა შესაძლებელი.

ერთ ბუნკერიან დანადგარზე ფერადი ქვის წარმოება თუ არის შესაძლებელი?

ჩვენ არ გირჩევთ ფერადი ქვის წარმოებას ერთ ბუნკერიან დანადგარში,რადგან შესაძლებელია წარმოებული ქვა არ აკმაყოფილებდეს ხარისხის სტანდარტს.

საკმარისია თუ არა წარმოებისთვის მხოლოდ დანადგარის შეძენა?

თუ არ გაქვთ მიქსერი და კონვეირის ლენტი, პროდუქციის წარმოებას მხოლოდ დანადგარით ვერ შეძლებთ.

ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
შემოთავაზების ფორმა

    ვიზიტორთა კომენტარები

    ჯერ არ არის.პირველი კომენტარის გაკეთება შეგიძლიათ ქვემოთ მოცემული ფორმის საშუალებით..

    Whatsapp
    Გამარჯობა, რით შემიძლია დაგეხმაროთ?